პროექტები

                                                       პ რ ო ე ქ ტ ი
1. პროექტის მთავარი იდეა  :  ჩვენი ქვეყნის ისტორიის უკეთ შესწავლის მიზნით მოვაწყობთ ექსკურსიას ქუთაისში.  მოსწავლეები ნახავენ გელათის ტაძარს, მოწამეთას, ბაგრატის ტაძარს.

2. პროექტის აქტუალობა  : პროექტი მეტად აქტუალურია, იმით, რომ მოსწავლეებს შეუძლიათ სინუსების თეოორემის დახმარებით მიუდგომელი ადგილების (კერძოდ, ბაგრატის ტაძრის გუმბათის) სიმაღლის გაზომვა.  ყოველივე ამით მოსწავლეებს განუვითარდებათ:
ა) ინფორმაციის მოპოვების, გააზრების და ორგანიზების უნარი.
ბ) პრობლემის გადაჭრის გზების ძიება, ლოგიკური აზროვნება.
3. პროექტის მიზნები  : გაკვეთილზე შესწავლილი საკითხების პრაქტიკაში უკეთ გამოყენება, ჩვენი ქვეყნის ისტორიის უკეთ გაცნობა, კომუნიკაცია და თანამშრომლობა.
4. მონაწილეთა ასაკი  :15-16 წელი.
5. ვადები / ხანგრძლივობა  : 1 დღე.
6. მოსალოდნელი შედეგები  : ა) მათემატიკის გამოყენება ცხოვრებაში, გეოგრეფიულ - ისტორიული კვლევა.
ბ) გამოიყენებენ გაკვეთილზე მიღებულ ცოდნას ისტორიული ძეგლის, კერძოდ ბაგრატის ტაძრის გუმბათის სიმაღლის დადგენაში.
გ) მუშაობენ დამოუკიდებლად.
დ) ასეთი კვლევით განსაზღვრავენ ადგილს, მოვლენასა და პროცესებს შორის კავშირს.
ე) სწავლობენ თუ როგორ შეძლებს ცხოვრებაში ასეთი პრობლემის მოგვარებას.
ვ) შედეგი მიღწეულია, თუ მოსწავლე შეძლებს სასურველი მონაცემის მოპოვებას.
7. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები  : საწერი მასალა,კომპიუტერი,პროექტორი,ფოტოაპარატი.
8. პროექტის მსვლელობა  :
აქტივობა I. კლასი დაიყოფა 4 ჯგუფად, თითოეულ ჯგუფს ურიგდება ჩანაწერებისათვის საჭირო მასალა.  მასწავლებელი მოსწავლეებს უსმევს კითხვებს:
ა) რა იცით ბაგრატის ტაძრის შესახებ?
ბ) რა არის ამ რეგიონისთვის დამახასიათებელი?
გ) როგორ შეგვიძლია საქართველოს რუკაზე ამ ქალაქის მონიშვნა (ყურადღებას ვამახვილებთ მასშტაბზე)?
მოსწავლეები პასუხობენ დასმულ კითხვებზე.
აქტივობა II.  მასწავლებელი ურიგებს ბავშვებს საქართველოს რუკას და სთხოვს მონიშნონ ქუთაისის და კერძოდ ბაგრატის ტაძრის საზღვრები.
აქტივობა III.  ჯგუფური მუშაობა.
აქტივობა IV.  სამუშაო ფურცლებზე გამოსახონ მიღებული შედეგები.  აღწერონ მთელი დღის მუშაობა და გადაღებული სურათებით შექმნან მასალა, რომელსაც კომპიუტერის და პროექტორის დახმარებით აჩვენებენ სკოლაში ამ საკითხით დაინტერესებულ მოსწავლეებს.
აქტივობა V. მასწავლებელი ინტერესდება ემთხვევა თუ არა ყველა ჯგუფის შედეგები ერთმანეთს.  იციან თუ არა რა სიმაღლეზეა გელათის ტაძარი ზღვის დონიდან და დღევანდელ დღეს ჩატარებული გამოთვლების შემდეგ შეძლებენ თუ არა გელათის ტაძრის სიმაღლის გამოთვლას.
აქტივობა VI.  ჯგუფში მიღებული შედეგებით გამოთვლიან მედიანას, საშუალოს, მოდას, დიაპაზონს.
აქტივობა VII.  თბილისში დაბრუნების შემდეგ, X კლასი, ისტორიის, გეოგრაფიის და მათემატიკის მასწავლებლები შეიკრიბებიან ისტ.  კაბინეტში და შეაფასებენ ქუთაისში მოგზაურობის შედეგს.  ამ მოგზაურობით ერთმანეთს უკავშირებენ სამ საგანს: მათემატიკას, ისტორიას და გეოგრაფიას.
დაფასთან დადგებიან მასწავლებლები, სადაც დახაზულია წრე წარწერით: "მათემატიკა", "ისტორია" და "გეოგრაფია".  მოსწავლეთა მონაწილეობით მოხდება ყველა გამოყენებული ძირითადი მათემატიკური, ისტორიული და გეოგრაფიული საკითხევის და ცნებების ჩაწერა თითოეულ წრეში, შემდეგ ხდება მათი დაკავშირება და საბოლოო შედეგი შეყავთ მეოთხე წრეში.
ყოველივე ამით მოსწავლეები დაინახავენ თუ რა მჭიდრო კავშირია ამ სამ დისციპლინას შორის და მათ საჭიროების ცხოვრებაში პრაქტიკული გამოყენების თვალსაზრისით.
აქტივობა VIII.  მასწავლებელი რთავს Slide Show-ს და კიდევ ერთხელ აჩვენებს მთელ ამ მოგზაურობას ქუთაისში.  გაკვეთილი მთავრდება მუსიკის ფონზე.
9. საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი  : ინტეგრირება მოხდა მათემატიკის, ისტორიის და გეოგრაფიის.
10. პროექტის ხელმძღვანელი  : მ.  კორსავა.
11. ხელმძღვანელის ელ.  ფოსტა  : korsavamanana@gmail.com

12. პროექტის ვებ - გვერდი / ბლოგი  : mananakorsava.blogspot.com

1 comment:

  1. პ რ ო ე ქ ტ ი
    1. პროექტის მთავარი იდეა : ჩვენი ქვეყნის ისტორიის უკეთ შესწავლის მიზნით მოვაწყობ თ ექსკურსიას ქუთაისში. მოსწავლეები ნახავენ გელათის ტაძარს, მოწამეთას, ბაგრატის ტაძარს.
    2. პროექტის აქტუალობა : პროექტი მეტად აქტუალურია, იმით, რომ მოსწავლეებს შეუძლიათ სინუსების თეოორემის დახმარებით მიუდგომელი ადგილების (კერძოდ, ბაგრატის ტაძრის გუმბათის) სიმაღლის გაზომვა. ყოველივე ამით მოსწავლეებს განუვითარდებათ:
    ა) ინფორმაციის მოპოვების, გააზრების და ორგანიზების უნარი.
    ბ) პრობლემის გადაჭრის გზების ძიება, ლოგიკური აზროვნება.
    3. პროექტის მიზნები : გაკვეთილზე შესწავლილი საკითხების პრაქტიკაში უკეთ გამოყენება, ჩვენი ქვეყნის ისტორიის უკეთ გაცნობა, კომუნიკაცია და თანამშრომლობა.
    4. მონაწილეთა ასაკი :15-16 წელი.
    5. ვადები / ხანგრძლივობა : 1 დღე.
    6. მოსალოდნელი შედეგები : ა) მათემატიკის გამოყენება ცხოვრებაში, გეოგრეფიულ - ისტორიული კვლევა.
    ბ) გამოიყენებენ გაკვეთილზე მიღებულ ცოდნას ისტორიული ძეგლის, კერძოდ ბაგრატის ტაძრის გუმბათის სიმაღლის დადგენაში.
    გ) მუშაობენ დამოუკიდებლად.
    დ) ასეთი კვლევით განსაზღვრავენ ადგილს, მოვლენასა და პროცესებს შორის კავშირს.
    ე) სწავლობენ თუ როგორ შეძლებს ცხოვრებაში ასეთი პრობლემის მოგვარებას.
    ვ) შედეგი მიღწეულია, თუ მოსწავლე შეძლებს სასურველი მონაცემის მოპოვებას.
    7. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები : საწერი მასალა,კომპიუტერი,პროექტორი,ფოტოაპარატი.
    8. პროექტის მსვლელობა :
    აქტივობა I. კლასი დაიყოფა 4 ჯგუფად, თითოეულ ჯგუფს ურიგდება ჩანაწერებისათვის საჭირო მასალა. მასწავლებელი მოსწავლეებს უსმევს კითხვებს:
    ა) რა იცით ბაგრატის ტაძრის შესახებ?
    ბ) რა არის ამ რეგიონისთვის დამახასიათებელი?
    გ) როგორ შეგვიძლია საქართველოს რუკაზე ამ ქალაქის მონიშვნა (ყურადღებას ვამახვილებთ მასშტაბზე)?
    მოსწავლეები პასუხობენ დასმულ კითხვებზე.
    აქტივობა II. მასწავლებელი ურიგებს ბავშვებს საქართველოს რუკას და სთხოვს მონიშნონ ქუთაისის და კერძოდ ბაგრატის ტაძრის საზღვრები.
    აქტივობა III. ჯგუფური მუშაობა.
    აქტივობა IV. სამუშაო ფურცლებზე გამოსახონ მიღებული შედეგები. აღწერონ მთელი დღის მუშაობა და გადაღებული სურათებით შექმნან მასალა, რომელსაც კომპიუტერის და პროექტორის დახმარებით აჩვენებენ სკოლაში ამ საკითხით დაინტერესებულ მოსწავლეებს.
    აქტივობა V. მასწავლებელი ინტერესდება ემთხვევა თუ არა ყველა ჯგუფის შედეგები ერთმანეთს. იციან თუ არა რა სიმაღლეზეა გელათის ტაძარი ზღვის დონიდან და დღევანდელ დღეს ჩატარებული გამოთვლების შემდეგ შეძლებენ თუ არა გელათის ტაძრის სიმაღლის გამოთვლას.
    აქტივობა VI. ჯგუფში მიღებული შედეგებით გამოთვლიან მედიანას, საშუალოს, მოდას, დიაპაზონს.
    აქტივობა VII. თბილისში დაბრუნების შემდეგ, X კლასი, ისტორიის, გეოგრაფიის და მათემატიკის მასწავლებლები შეიკრიბებიან ისტ. კაბინეტში და შეაფასებენ ქუთაისში მოგზაურობის შედეგს. ამ მოგზაურობით ერთმანეთს უკავშირებენ სამ საგანს: მათემატიკას, ისტორიას და გეოგრაფიას.
    დაფასთან დადგებიან მასწავლებლები, სადაც დახაზულია წრე წარწერით: "მათემატიკა", "ისტორია" და "გეოგრაფია". მოსწავლეთა მონაწილეობით მოხდება ყველა გამოყენებული ძირითადი მათემატიკური, ისტორიული და გეოგრაფიული საკითხევის და ცნებების ჩაწერა თითოეულ წრეში, შემდეგ ხდება მათი დაკავშირება და საბოლოო შედეგი შეყავთ მეოთხე წრეში.
    ყოველივე ამით მოსწავლეები დაინახავენ თუ რა მჭიდრო კავშირია ამ სამ დისციპლინას შორის და მათ საჭიროების ცხოვრებაში პრაქტიკული გამოყენების თვალსაზრისით.
    აქტივობა VIII. მასწავლებელი რთავს slide show-ს და კიდევ ერთხელ აჩვენებს მთელ ამ მოგზაურობას ქუთაისში. გაკვეთილი მთავრდება მუსიკის ფონზე.

    ReplyDelete